ისტორიულ მოკავშირეებს შორის ურთიერთოების მკვეთრი გაუარესების პარალელურად, გრენლანდია შიდა ევროპული უთანხმოების საფუძველი ხდება. მწვავე დაპირისპირების მიზეზი ამჯერად ტრამპის მხრიდან ტარიფების დაწესებაზე, კაია კალასის საპასუხო განცხადება გახდა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის პოზიციამ, რომელმაც შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილება ამერიკა-ევროკავშირის გაღარიბების რისკად შეაფასა, კაია კალასი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის კრიტიკის სამიზნედ აქცია. ხავიერ ლოპესმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელ პოლიტიკოსს თანამდებობისთვის შეუფერებელი და ევროპის რეალურ ინტერესებს მოწყვეტილი უწოდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კალასის კომპეტენციას ეჭვქვეშ ევროპის შიგნით აყენებენ. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი კრიტიკის სამიზნე წარსულშიც არაერთხელ გამხდარა.
რაზე მიანიშნებს ევროპელ მაღალჩინოსნებს შორის არსებული დაძაბულობა – სალომე ქოქიაშვილი მუშაობდა თემაზე.