ევროპარლამენტის სესია

ხვალ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებული ცნობილი რეზოლუციის პროექტი უნდა განიხილონ.

საუბარია სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე, რომელშიც ჩვენი ქვეყნის მხრიდან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესია შეფასებული. თუმცა, საკომიტეტო განხილვების დროს ერთი თვის წინ პროექტში მძიმე შინაარსის კომპრომისული შესწორებები შევიდა. შესწორებების ნაწილი სასამართლო სისტემას, რამდენიმე რეზონანსულ საქმეს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ეხება. ერთ-ერთი შესწორების ავტორები საქართველოს ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებენ. კენჭისყრის წინ პოლიტიკური დებატები გაიმართება.