ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რეზოლუცია - შეფასებები

ევროპარლამენტის ანგარიში პოლიტიკური შეფასებების თემაა. დოკუმენტს საგარეო საქმეთა სამინისტროც ეხმაურება. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის საქართველოს საზოგადოებაში პოლარიზაციისა და რადიკალური განწყობების წახალისების მორიგ მცდელობას წარმოადგენს. ანგარიში სრულიად აცდენილია რეალობას და ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯებით და აბსურდული ბრალდებებით ტირაჟირებას უკეთებს დეზინფორმაციას. ევროკავშირის ინსტიტუტის მხრიდან ამგვარი უსამართლო დამოკიდებულება ძირს უთხრის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს და აზიანებს ჩვენს საერთო ინტერესებს. წერია საგარეო უწყების რელიზში.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში 53 მომხრით 14-ის წინააღმდეგ მიიღო. დოკუმენტი მომხსენებელ რასა იუკნევიჩიენეს მიერ იყო წარდგენილი. მის შესწორებასაც ითხოვდნენ, რომლის მიხედვითაც, სანქციების სიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის შეყვანა სურთ. შესაბამისი შესწორება კამინსკიმ და გოშევსკამ უკვე დაარეგისტრირეს. ორი ევროპარლამენტარის შესწორების მიხედვით, სანქციათა სიაში უნდა შევიდნენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელობაც. უკვე დამტკიცებულია შესწორება, რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტარების ნაწილი „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვს.