პირდაპირი გაფრთხილება ბრიუსელიდან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე – ბოლო წლების ყველაზე მწვავე შინაარსის ანგარიშში მოხვედრილი ჩანაწერები ოფიციალური თბილისის არანაკლებ მძიმე რეაქციას იწვევს.
ევროპარლამენტში გუშინ დამტკიცებულ დოკუმენტში პირდაპირ ჩაიწერა, რომ კონკრეტული რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებისთვის 2017 წელს ამოქმედებული ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის გაუქმების საკითხი უნდა დადგეს. თუმცა ევროპარლამენტის მოწოდებაა, რომ ასეთ შემთხვევაში ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა მაინც შეინარჩუნოს რამდენიმე კატეგორიისთვის – სამოქალაქო სექტორისთვის, მედიისთვის და სტუდენტებისთვის.
მუქარისშემცველი გზავნილი დროში ემთხვევა ამ საკითხზე ევროკომისიაში პირველი შეხვედრის გამართვას. წინა კვირას ბრიუსელში ქართული დელეგაცია მიზეზების გასარკვევად ჩავიდა, რადგან დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმი უკვე მოქმედებს. მთავარ პრობლემურ საკითხად ბრიუსელი ფუნდამენტურ უფლებებს ასახელებს, თუმცა ევროკომისიის რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური წინაპირობებია, რასაც უვიზო რეჟიმთან საერთოდ არ აქვს კავშირი.
ზრდის თუ არა ევროპარლამენტის მოწოდება მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეს და რა იგულისხმება კონკრეტულ ჯგუფებზე გათვლილ ახალ ინიციატივაში – ანა ბროლაძე არკვევდა დეტალებს.