ევროპარლამენტის მორიგი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ კვლავ განხილვის თემაა თბილისში. რასა იუკნევიჩიენეს ავტორობით მიღებული დოკუმენტის ის პუნქტი, სადაც ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას შექმნას მექანიზმი, რომლითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში, გაურკვეველია მმართველი გუნდისთვის და ამბობენ, რომ ამით კიდევ ერთხელ ხდება საზოგადოების დაყოფა, რაც მიუღებელი. ოპოზიცია კი ამაში პრობლემურს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ ჩანაწერი არის ნაბიჯი რომ საზოგადოება არ დაზარალდეს.