ევროპარლამენტის რეზოლუცია - პოლიტიკური შეფასებები

პოლიტიკური შეფასებებისა და ურთიერთბრალდებების თემაა ევროპარლამენტის მიერ მიღებული მორიგი მძიმე შინაარსის რეზოლუცია.

დოკუმენტს მწვავედ აკრიტიკებს მმართველი გუნდი და პირდაპირ აცხადებს, რომ რეზოლუციაში ასახულია არაერთი უზუსტობა, რაც ევროკავშირზე გარე ძალების ძლიერი გავლენით აიხსნება. საპირისპიროს ამტკიცებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების რეზოლუციას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის კიდევ ერთ დადასტურებად აცხადებენ და გამოსავალს ხელახალ არჩევნებში ხედავენ. ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტმა 400 ხმით დაამტკიცა. დოკუმენტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ აღიარებს და ლეგიტიმურ პრეზიდენტად ისევ სალომე ზურაბიშვილს აცხადებს. რეზოლუციაში ისმის მოწოდება ახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე და მოთხოვნილია მაღალი თანამდებობის პირების, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის და სხვადასხვა მედიასაშუალებების ხელმძღვანელების დასანქცირება. ძალაში რჩება ჰუმანიტარული საფუძვლით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც.