ევროპარლამენტის რეზოლუცია - პოლიტიკური შეფასებები

ხელისუფლების გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი მწვავე რეზოლუციებიც.

ბოლო მძიმე შინაარსის რეზოლუცია 444 ხმით 72-ის წინააღმდეგ გუშინ დამტკიცდა. მძიმეა „ქართული ოცნების“ რეაქცია. განსაკუთრებით იმ პუნქტებზე, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნას და მმართველი გუნდის ლიდერების მიმართ პერსონალური სანქციების ამოქმედებას ეხება. ევროპარლამენტი მომდევნო ერთი წლის ვადაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც მოითხოვს. ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული რეზოლუციის ავტორების აზრით, 26 ოქტომბრის არჩევნები არ აკმაყოფილებდა არჩევნების დემოკრატიულ საერთაშორისო სტანდარტს, რის გამოც მას გაყალბებულად მიიჩნევენ. რეზოლუციაში შევიდა შესწორება, სადაც ევროპარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლება ბოლო რეზოლუციასაც ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციით გაჯერებულ დოკუმენტად აფასებს.