ევროპარლამენტის რეზოლუცია - პოლიტიკური შეფასებები

ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხი ისევ ვნებათაღელვის თემაა. განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევს რასა იუკნევიჩიენეს ავტორობით მომზადებული და ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ დამტკიცებული დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი. კერძოდ, ევროპარლამენტი ევროკომისიას მოუწოდებს შეიმუშაოს მექანიზმი, რომელიც უვიზო მიმოსვლის უფლებას რამდენიმე კატეგორიას, მათ შორის სამოქალაქო სექტორს, მედიას და სტუდენტებს შეუნარჩუნებს. მსგავსი მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია მმართველი გუნდისთვის, რომელიც ბრიუსელს ქართული საზოგადოების დაყოფის მცდელობასა და შანტაჟში ადანაშაულებს.