ევროპარლამენტის რეზოლუცია და გამოხმაურება

წინასაარჩევნო გაფრთხილება, მკაცრი მოწოდებები თუ პროგრესის აღიარება თანდართული შენიშვნებით და რეკომენდაციებით.

ქართული პოლიტიკური სპექტრი ვერ თანხმდება გზავნილებზე, რომლებიც საქართველომ ბრიუსელიდან მიიღო. იგულისხმება ევროპარლამენტის მიერ გუშინ დამტკიცებული ანგარიში, სადაც შეფასებულია, როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს. მაშინ, როდესაც მმართველი გუნდი სხვადასხვა სფეროში პროგრესის და რეფორმების აღიარებაზე საუბრობს, ოპოზიცია მთავარ აქცენტს რეზოლუციის იმ ნაწილზე აკეთებს, რომელიც მართლმსაჯულებას, რვა მარტის შეთანხმებას და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხება, სადაც, ოპონენტთა აზრით, საკმაოდ მკაცრი და კრიტიკული ფორმულირებებია გამოყენებული.

სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს, ვინ რა ამოიკითხა 552 ხმით მიღებული 36-პუნქტიანი ანგარიშიდან.