ევროპარლამენტის რეზოლუცია

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის მძიმე შედეგები კიდევ ერთ საერთაშორისო რეზოლუციაში ხვდება.

მწვავე შინაარსისაა ევროპარლამენტის მიერ მიღებული ახალი რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებს ეხება.

ევროპარლამენტარები საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში რუსეთის აგრესიულ ქმედებებსაც აფასებენ და ევროკავშირს მოუწოდებენ, რომ რუსეთთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა შეზღუდოს.

მინიშნება კეთდება დამატებითი სანქციების შესაძლო დაწესებაზეც. ახლად დამტკიცებული დოკუმენტის ავტორები რუსეთის ხელისუფლებას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის შეწყვეტას და საქართველოდან შეიარაღებული ძალების გაყვანას სთხოვენ.

 

დატოვე კომენტარი