ევროპარლამენტის რეზოლუცია

ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი მიიღეს. საუბარია „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის სახელით წარდგენილ რეზოლუციის პროექტზე, რომელითაც ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებისაგან ისევ მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას. პროექტის ავტორები საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოში ჩატარებული არჩევნების არ აღიარებისკენ მოუწოდებენ და ასევე პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვენ იმ თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო დარღვევებზე და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებაზე. სანქციების დაწესებას ითხოვენ ასევე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. რეზოლუციაში ასევე შესწორების სახით შევიდა სალომე ზურაბიშვილისადმი მოწოდება, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.