ევროპარლამენტის პოლიტიკა და საქართველო

გამკაცრებული რიტორიკა და ახალი მოთხოვნები ბრიუსელიდან – საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიში მომდევნო კვირას კენჭისყრაზე გავა. მოთხოვნებს შორისაა ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, პერსონალური სანქციების დაწესება და ასოცირების შეთანხმების შესრულების გადახედვა. მოუწოდებენ თუ არა ევროპარლამენტარები ქართულ ოპოზიციას 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობისკენ – ორაზროვანი ჩანაწერია მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, რასაც ქართულ ოპოზიციურ სპექტრში სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა.

საკმაოდ მძიმე შეფასებები და ეპითეტებია გამოყენებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებსა და ხელისუფლების ნაბიჯებზე. პირდაპირი ხაზგასმაა, რომ ახალ არჩევნებამდე პარლამენტის და პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. მმართველი გუნდი ევროპელ დეპუტატებს და ევროკავშირს უსამართლო დამოკიდებულებაზე მიუთითებს. სწორედ ასეთი დამოკიდებულების შედეგად აცხადებს „ქართული ოცნება“ „ევრობარომეტრის“ ახალ კვლევას, რომლის მიხედვით, ბოლო ერთ წელში საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა შემცირდა.