ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუცია საქართველოზე – შეფასებები

15:01, 18.06.2026

რასა იუკნევიჩიანეს ავტორობით მიღებული რეზოლუციის ის პუნქტიც, სადაც ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას შექმნას მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში, პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ოპოზიცია ამ ჩანაწერში განსაკუთრებულს და პრობლემურს ვერაფერს კითხულობს. მათ მიაჩნიათ, რომ ბრიუსელი მორიგ ჯერზე მიჯნავს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს და ჩანაწერი არის ნაბიჯი, რომ საზოგადოება არ დაზარალდეს. ხელისუფლება კი ფიქრობს, რომ ეს საზოგადოების დაყოფის მორიგი მცდელობაა.

მსგავსი