ყველანაირ მექანიზმის იყენებენ, რომ ჩვენი საზოგადოება დაყოფილი იყოს. ნამდვილად სამწუხაროა, რომ ეს ხდება ევროკავშირის ინსტიტუტების ხელით, – ასე გამოეხმაურა, საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას. მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბევრი უჩვეულო ჩანაწერია, რის გამოც, დოკუმენტის სერიოზულად შეფასება შეუძლებელია. ბოჭორიშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტი გამოიყენება ინსტრუმენტად, რათა ჩვენს საზოგადოებაზე გარკვეული ზეწოლა განახორციელონ. მისივე თქმით, რეზოლუციაში ბევრი ტყუილი წერია. „ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს მიღებულ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნათქვამია: „მოვუწოდებთ ევროკომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში“.