ევროპარლამენტის მომხსენებლის ვიზიტი

ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოზე მორიგი ანგარიშის დასაწერად ემზადება.

ანდრის მამიკინსი თბილისში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. დეპუტატმა ის რეფორმები უნდა შეაფასოს, რომლებიც ქართულმა მხარემ ევროკავშირთან 2014 წელს გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გაატარა. ხელისუფლების პირველი პირების, მმართველი გუნდის დეპუტატების და ოპოზიციის გარდა, მამიკინსმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც მოუსმინა, რა დროსაც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესი იყო.