ევროპარლამენტის კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს კენჭს უყრიან 

12:18, 05.05.2026

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 53 ხმით 14-ის წინააღმდეგ კენჭი უყარა საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელიც მომხსენებელ რასა იუკნევიჩიენეს მიერ იყო წარდგენილი. დოკუმენტში ასახულია შესწორებაც, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტარების ნაწილი საქართველოს სამი ტელევიზიის – „იმედის“, „პოსტივისა“ და „რუსთავი 2-ის“ სანქცირებას მოითხოვენ. შესწორებაში, რომლის ავტორები „ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის“ დეპუტატები არიან, ვკითხულობთ: „ევროპარლამენტი უმკაცრესად გმობს „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და POST TV-ის მიერ გავრცელებულ სისტემურ დეზინფორმაციას, ცილისმწამებლურ კამპანიებსა და მტრულ პროპაგანდას, რომლებიც მოქმედებენ, როგორც „ქართული ოცნების“ რეჟიმის დე ფაქტო საკომუნიკაციო ფრთა და არა – როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალებები”. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული დოკუმენტი „ქართული ოცნების“ მავნებლური პოლიტიკის შედეგია. მმართველი გუნდისთვის კი, როგორც ირკვევა, პროექტის შინაარსი მოულოდნელი არ ყოფილა.

მსგავსი