ევროპარლამენტის კომიტეტის ანგარიში

როგორ აისახება ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში შეტანილი კომპრომისული შესწორებები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივაზე – პოლიტიკურ სპექტრში პროგნოზები გასხვავებულია.

სვენ მიქსერის მიერ ჩვენი ქვეყნის შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტი სესიაზე დეკემბერში გადის. სწორედ ამ დროს გაირკვევა, დარჩება თუ არა საბოლოო ტექსტში საგარეო კომიტეტის მიერ გუშინ მხარდაჭერილი კომპრომისული შესწორებები, რომლებიც კრიტიკული გზავნილებითაა სავსე. მიხეილ სააკაშვილის სამკუნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა, ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვა, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენების აღმოფხვრა – ამ ფორმულირებებით მოხვდა ტექსტში შესწორებები, რომელთა თავდაპირველი ვერსიები გაცილებით მწვავე შინაარსის იყო. მძიმე ჩანაწერებს მმართველი გუნდი ცალკეულ ევროპარლამენტართა პოლიტიკურ ინტერესებით ხსნის, ოპოზიციის ნაწილი კი შესწორებების სიმძიმის გათვალისწინებით კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ეჭვქვეშ აყენებს.