ევროპარლამენტის განცხადება
საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ევროპარლამენტიც, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, ვიდრე მისი ხელისუფლება ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს ამჟამინდელ მთავრობას და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ფაქტობრივად შეჩერებულია. აღნიშნულს გამოხმაურება უკვე მოჰყვა მმართველ გუნდში.