ევროპარლამენტის დეპუტატების შეფასება

დღეს, 8 დეკემბერს, 18:00-ზე დაგეგმილ შეხვედრაზე, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, საარჩევნო სისტემის შესახებ ისაუბრებენ.

ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით შემუშავებული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითხოვს. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.მოლაპარაკებებში არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან გიორგი ვაშაძე ჩაერთვება.

განცხადებები ევროპარლამენტის დეპუტატებმაც გააკეთეს და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.