ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტი თბილისში

ევროკომისიიდან კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო 12 რეკომენდაციის გაცემის შემდეგ ევროპარლამენტარები საქართველოში იმყოფებიან.

პრეზიდენტი, მმართველი გუნდი, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცველი – ექვსი დეპუტატისგან შემდგარი ჯგუფი ხვდება ყველა მხარეს და პირადად ეცნობა, თუ როგორ მიმდინარეობს ევროკომისიის პუნქტებზე მუშაობა. იმის გამო, რომ რეკომენდაციების ნაწილი ინტერპრეტაციების საგანი გახდა, ევროპარლამენტარები ახლა ხელისუფლებისა და მისი ოპონენტების მხრიდან თავად ისმენენ ხედვებს, თუ როგორ წარმოუდგენიათ ევროკომისიის მიერ წაყენებული პირობების შესრულება. სამუშაო მაგიდასთან ერთად დაჯდომა და რეკომენდაციების შესასრულებლად ინკლუზიური პროცესის წარმართვა, – ასეთია მთავარი გზავნილი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან, რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობს. ვიზიტის დროს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ცალკეული ევროპარლამენტარების მისამართით მმართველი პარტიის ლიდერთა ბოლოდროინდელი კრიტიკული განცხადებებიც.

სალომე ქოქიაშვილი აშუქებს ევროპარლამენტართა შეხვედრებს.