ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტი დასრულდა

12:16, 22.07.2022

ევროპარლამენტის დელეგაციის ორდღიანი ვიზიტი თბილისში დასრულებულია. ბოლო შეხვედრა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის წევრებმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან გამართეს. პარტიის ცენტრალურ ოფისში 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების დეტალები, ასევე ქვეყნის შიგნით განვითარებული და რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

მმართველი გუნდი ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს. სახელისუფლებო პარტიაში იმედს გამოთქვამენ, რომ ევროდეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ, რეკომენდაციების შესრულების პროცესში ოპოზიციაც ჩაერთვება.

მსგავსი