ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები

21:35, 27.05.2019

არჩევნებმა ევროპარლამენტში პოლიტიკური რეალობა მკვეთრად შეცვალა. ევროპის წამყვანმა და ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა მილიონობით მხარდამჭერი დაკარგეს. შედეგად ევროპარლამენტში ორპარტიული მმართველობა დასრულდა.

ევროპის სახალხო პარტიას და სოციალ-დემოკრატებს უმრავლესობის ფორმირებისთვის ახლა პარტნიორები სჭირდებათ. არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს ევროსკეპტიკოსებმა, პოპულისტებმა და ნაციონალისტებმა.

საფრანგეთში გამარჯვებას მარინ ლე პენი ზეიმობს, იტალიაში – მატეო სალვინი. მათი ალიანსი ევროპარლამენტში შესაძლოა, ანგარიშგასაწევ ძალად იქცეს. ახალგაზრდა ევროპელების დამსახურებით არჩევნები წარმატებული აღმოჩნდა მწვანეებისთვის, ევროპარლამენტში წარმომადგენლობას ზრდიან ლიბერალებიც.

მსგავსი