ევროპარლამენტის არჩევნები

ევროპარლამენტში არჩევნებია. ხმის მიცემის პროცედურა ნიდერლანდებიდან და დიდი ბრიტანეთიდან დაიწყო.

გაერთიანებული სამეფო ევროპარლამენტის ფორმირებაში, სავარაუდოდ, უკანასკნელად მონაწილეობს. ევროკავშირის 28 წევრი ქვეყანა ევროპარლამენტში საკუთარ წარმომადგენლებს ირჩევს, რაც ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

26 მაისს გახდება ცნობილი, როგორ დაკომპლექტდება საკანონმდებლო ორგანო, რომელი პარტიები დაკარგავენ ადგილებს და რომელი პოლიტიკური ძალები მოახერხებენ უმრავლესობის ფორმირებას.