ევროპარლამენტის ანგარიში - შეფასებები

საქართველოს შესახებ ანგარიშს ევროპარლამენტი მიმდინარე კვირაში განიხილავს და კენჭს უყრის. რეზოლუცია რასა იუკნევიჩიენეს მიერ არის წარდგენილი. დოკუმენტში ასახულია შესწორებაც, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტარების ნაწილი საქართველოს სამი ტელევიზიის – „იმედის“, „პოსტივისა“ და „რუსთავი 2-ის“ სანქცირებას მოითხოვს. რეზოლუციაში ასევე „ქართულ ოცნებას“ ევროპული კურსის შეცვლაში ადანაშაულებენ და პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვენ. გასულ თვეში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ წარმოდგენილ რეზოლუციას 53 ხმით 14-ის წინააღმდეგ კენჭი უყარა. რასა იუკნევიჩიენეს მიერ წარდგენილ დოკუმენტს აფასებენ თბილისში. ოპოზიცია იზიარებს რეზოლუციის შინაარსს, მმართველი გუნდი კი – წარმოდგენილ დოკუმენტს აკრიტიკებს.