ევროპარლამენტის ანგარიში - შეფასებები თბილისში

ევროპარლამენტმა 552 ხმით 61-ის წინააღმდეგ, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიში დაამტკიცა.  დოკუმენტი 36 პუნქტს მოიცავს და მასში შეფასებულია როგორც ქვეყნის მიღწევები პოლიტიკური დიალოგის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, ასევე გამოთქმული კრიტიკა რიგ სფეროებში. რა შეფასებები კეთდება თბილისში – სალომე ქოქიაშვილი ესაუბრა პოლიტიკოსებს.

დატოვე კომენტარი