ევროპარლამენტის ანგარიში - გამოხმაურებები

ევროპარლამენტის რეზოლუციას პოლიტიკურ წრეებში  არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ოპოზციის ნაწილი აქცენტს რეზოლუციის კრიტიკულ პუნქტებზე აკეთებს,  სადაც საუბარია სასამართლო სისტემის რეფორმის გაგრძელების აუცილებლობაზე, მიუკერძოებელი და პოლიტიკური ჩარევებისგან თავისუფალი სასამართლოს ჩამოყალიბებასა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებზე. მმართველი გუნდი კი განმარტავს, რომ რეფორმა გრძელდება და ყურადღებას  რეზოლუციის იმ პუნქტებზე ამახვილებს, სადაც დადებითადაა შეფასებული მთელი რიგი ნაბიჯები, მათ შორის საარჩევნო სისტემის ცვლილება, ევროკავშირთან დაახლოების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და კოვით-19-ის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელსაც ევროპარლამენტი დოკუმენტში მაღალ შეფასებას აძლევს. რეზოლუციის ტექსტში ხაზგასმულია 31 ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობა, ამავდროულად, ევროპარლამენტი კვლავ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ევროპარლამენტმა 552 ხმით 61-ის წინააღმდეგ, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიში დაამტკიცა.  დოკუმენტი 36 პუნქტს მოიცავს.

ევროპარლამენტის ანგარიში – შეფასებები თბილისში