ევროპარლამენტის ანგარიში

ევროპარლამენტის ანგარიში და საქართველოს კონტექსტი. დოკუმენტში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს და წერია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა, საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას; ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთი უკანონო „პასპორტიზაციის“ პოლიტიკას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის კიდევ უფრო გასამყარებლად იყენებს.  ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ბრიუსელმა უშუალოდ ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე უნდა მოითხოვოს რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შესაბამისი სუვერენული სახელმწიფოებისათვის.