ევროპარლამენტართა ჯგუფის განცხადება – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ევროპარლამენტართა ჯგუფი საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს კონკურენტუნარიანს და კარგად ორგანიზებულს უწოდებს. „ჩვენ ვითვალისწინებთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ხმების 46.6% მოიპოვეს და 43%-იანი ბარიერი გადალახეს, რაც, ევროკავშირის შუამავლობით მიღებული 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამოიწვევდა“, – აცხადებს ევროპარლამენტართა ჯგუფი.

აქვე ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური და მედიაგარემოს გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა, რაც ევროპარლამენტის შეფასებით, ზოგიერთ შემთხვევაში ვერბალური ან ფიზიკური კონფრონტაციით სრულდებოდა. საჯარო რესურსის ბოროტად გამოყენების შემთხვევები, ასევე მოსყიდვისა და კანდიდატების, ამომრჩევლებისა და ჟურნალისტების დაშინების შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში უნდა იქნას საფუძვლიანად გამოძიებული,“ – წერია განცხადებაში.

ევროპარლამენტი არჩევნების მეორე ტურის წინ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პარტიის ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესი დააყენონ. განცხადებას ხელს აწერენ: კავკასიის საკითხებში დელეგაციის ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი, საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი, ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი და ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

ევროპარლამენტართა ჯგუფის განცხადებას შეფასებები უკვე მოჰყვა თბილისში – რა განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში, თეონა მანაგაძე გვეტყვის.

დატოვე კომენტარი