ევროპარლამენტართა ჯგუფის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

43%-იანი ბარიერი გადალახულია – 2 ოქტომბრის არჩევნებს პირველი განცხადებით ეხმაურებიან.

კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე და კარგად ორგანიზებული არჩევნები – ასეთია გზავნილი ბრიუსელიდან. მარინა კალიურანდის, ვიოლა ფონ კრამონის და სვენ მიქსერის ავტორობით გამოქვეყნებულ ტექსტში პრობლემად არის დასახელებული დაძაბული და პოლარიზებული წინასაარჩევნო გარემო, არათანაბარი პირობები კონკურენტებისთვის და პირადი თავდასხმები დებატების დროს. ევროპარლამენტის წევრები ამომრჩევლების მოსყიდვა – დაშინების და ადმინისტრაციული რესურსების არ გამოყენების შესახებ ბრალდებების შესწავლას ითხოვენ. დაპირისპირების ფურცლის გადაშლა და რეფორმებზე კონცენტრირება განცხადების კიდევ ერთი მთავარი აქცენტია. მოწოდებებს თბილისში არაერთგვაროვნად ხვდებიან. 20 ქალაქში დანიშნული მეორე ტურის საბაბით ოპოზიციის ნაწილისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის.