ევროპარლამენტარმა მუსტაფა ემრე ჩაბუქი გლდანის ციხეში მოინახულა

მუსტაფა ემრე ჩაბუქი გლდანის ციხეში რებეკა ჰარმსმა კიდევ ერთხელ მოინახულა.

თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარი დარწმუნებულია, რომ ჩაბუქი უდანაშაულოა. დეპუტატი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება წინასაექსტრადიციო პატიმრობაში მყოფ ჩაბუქს თურქეთს არ გადასცემს, რითაც მას სამართლიანი სასამართლოს შანსს შეუნარჩუნებს.

ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ წინააღდეგ შემთხვევაში საქართველო დემოკრატიული ქვეყნის რეპუტაციას რისკს შეუქმნის.

საკითხს იუსტიციის მინისტრი ეხმაურება. თეა წულუკიანის თქმით, თუ მოსამართლე დაადგენს, რომ ექსტრადირება არ უნდა განხორციელდეს, საქმე დაიხურება. საწინააღმდეგო გადაწყვეტილების შემთხვევაში კი, გადაწყვეტილების მიღება თავად მინისტრს მოუწევს.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე სასამართლო პროცესი 19 თებერვალს არის ჩანიშნული.