ევროპარლამენტარის წერილი საქართველოზე

ევროპარლამენტის წევრი რუმინეთიდან, ქართულ დელეგაციასთან შეხვედრის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა, ძლიერი ხალხით. კრისტიან ტერჰესის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ საუბარი ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობასაც შეეხო. „მოვუწოდებ ქართველებს, დააყენონ საკუთარი ქვეყანა პირველ ადგილზე და არ დაუშვან, რომ პოლიტიკურმა უთანხმოებამ, რაც დემოკრატიისთვის ნორმალურია, დაყოს ისინი. უსამართლობაა შესანიშნავი ქართველი ხალხისთვის, იხილონ თავიანთი ქვეყანა ევროპის სახალხო პარტიასა და სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ბრძოლის ველად ქცეული,“ – აღნიშნავს ევროპარლამენტარი.