ევროპარლამენტარის განცხადება – გამოხმაურება

15:13, 07.06.2025

მეორე დღეა შეფასებების თემაა, ევროპარლამენტის წევრი ნაჩო სანჩეს ამორის განცხადება, რომ სანქცირებული პირები საქართველოდან რეკავენ ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში კითხვით, როგორ შეიძლება სანქციების სიიდან ამოშლა. ამის შესახებ ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ევროპარლამენტარის განცხადების საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ შესაბამის ფაქტებს ითხოვს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და მორიგი სპეკულაციაა.

მსგავსი