ევროპარლამენტარის განცხადება და შეფასებები 

განცხადების ხელმომწერ შვიდ ევროპარლამენტარს შორის არის ვიოლა ფონ კრამონიც, რომელიც თბილისშია და მესამე დღეა, პოლიტიკურ ლიდერებს ხვდება.

ევროპელი პოლიტიკოსი კრიზისის დაძლევის გზად ოპოზიციის ბოიკოტის შეწყვეტას, პარლამენტში საკუთარი ადგილების დაკავებას და ამბიციურ რეფორმებზე კონცენტრირებას მიიჩნევს. კრამონი ხელისუფლებასთან ერთად პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს ოპოზიციასაც. ევროპარლამენტარისთვის ასევე გაუგებარია არგუმენტი, თუ რატომ არ მოაწერა „ქართულმა ოცნებამ“ ხელი დანიელსონის დოკუმენტს. მისი აზრით, მმართველი გუნდიდან კეთილი ნების გამოჩენა და ხელმოწერა წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.