ევროპარლამენტარი ბრეიზა სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს – შეფასებები

15:15, 18.05.2026

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოგონილი ბრალდებებით არის დაკავებული. „რატომ ესხმიან თავს სააკაშვილის დედას? ეს არის ტიპური საბჭოთა კავშირის მეთოდი, რომელსაც „რასია ტვ“-სა და Kurwizja-ზე იყენებენ პოლიტიკური ოპონენტის წამების მიზნით. გარდა ამისა, იმ სოფლებში, სადაც „იმედის“ მაუწყებლობა ვრცელდება, ქართველები მუდმივად ანტიდასავლური პროპაგანდის მსხვერპლნი არიან, სადაც მთავარი მტერი სააკაშვილია“, – წერს ბრეიზა სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, სააკაშვილის დედას თავს ესხმიან. რაც ტიპური საბჭოთა კავშირის მეთოდია. „ათობით კილომეტრი გაიარა შვილის ციხეში მოსანახულებლად. სხვათა შორის, სააკაშვილი გამოგონილი ბრალდებებით დააკავეს, რაც დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ფული დახარჯა ლეხ კაჩინსკის დაკრძალვისთვის გვირგვინის შესაძენად“, – წერს ბრეიზა.

 

მსგავსი