ევროპარლამენტარების წერილი

საქართველოში პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის წევრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ერთობლივ წერილს უგზავნიან და მოუწოდებენ, თბილისში ვიზიტის დროს პარტიათაშორისი დიალოგის განახლებაზე იმუშაოს. მათ შეშფოთება გამოთქვეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის პატიმრობის, ასევე იმის გამო, თუ როგორ და რა ფორმით მოხდა ნიკა მელიას დაკავება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ვერ უგულებელყოფს არსებულ ვითარებას, მათი თქმით, ძალის გამოყენება და რევანშიზმი დომინანტური ტენდენცია გახდა, პოლიტიკური პოლარიზაცია და დაძაბულობა საფრთხეს უქმნის სტაბილურობას. „მოგიწოდებთ, გამოიყენოთ თქვენი ვიზიტი, რომ წაახალისოთ ქართული პოლიტიკური ძალები, დაუყოვნებლივ განაახლონ პარტიათაშორისი დიალოგი, რომელიც კონკრეტულ ურთიერთგაგების მემორანდუმამდე უნდა მივიდეს, რომელიც მიმართული იქნება საქართველოში თანამშრომლურ და ინკლუზიურ პოლიტიკურ გარემოზე,“ – ნათქვამია განცხადებაში.