ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართველოში დასრულებულია. ევროპელი პოლიტიკური აქტორები საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, პრეზიდენტს, სახალხო დამცველსა და არასამთავრობო სექტორს შეხვდნენ. რასა იუკნევიჩიენესთან ერთად, ექვსმა ევროპარლამენტარმა „ქართული ოცნების“ ოპონენტებთან შეხვედრისას ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა.
ევროპარლამენტარების ნაწილის ვიზიტს სახელისუფლებო პარტია ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს. „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, ეს ერთგვარი მცდელობაცაა, რომ ოპოზიციას საპროტესტო მუხტის გაძლიერებაში დაეხმარონ.