ევროპარლამენტარების ვიზიტი

თბილისში ევროპარლამენტარების ვიზიტი გრძელდება. ექვსი ევროპელი დეპუტატი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, მანამდე შეხვედრები გაიმართა საქართველოს პრეზიდენტთან, სახალხო დამცველთან და ოპოზიციასთან. განხილვის მთავარი საკითხი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებია. ევროპელი დეპუტატები, რომელთა შორისაც არის მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე, აცხადებს, რომ ისინი მხარდაჭერას უცხადებენ ქართველ ხალხს და ევროპულ მისწრაფებას.

ანა ბროლაძის ჩართვა #მოამბე