ევროპარლამენტარების ვიზიტი

12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ მიზნის მისაღწევად და როგორ მიმდინარეობს მუშაობა პოლიტიკურ აქტორებს შორის – ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მეორე დღეა საქართველოში ევროპარლამენტის დელეგაცია იმყოფება. ევროდეპუტატები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ევროინტეგრაციის პროცესზე მათი მოსაზრებები მოისმინეს. ევროპული დელეგაციის წევრები სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდნენ და ოკუპაციის მძიმე შედეგებს ადგილზე პირადად გაეცნენ. დღის ბოლოს კი შეხვედრა გაიმართა მთავრობის ხელმძღვანელთან და მმართველ პარტიასთან.