ევროპარლამენტარების ვიზიტი

12:10, 18.07.2022

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია თბილისს 20 ივლისს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან, მათ შორის მმართველი გუნდიდან და ოპოზიციიდან. დისკუსიაა დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტთანაც. მოლაპარაკებებზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და კანდიდატის სტატუსზე იმსჯელებენ.

მსგავსი