ევროპარლამენტარების პირველი ღია მოწოდება ქართულ ოპოზიციას მონაწილეობა მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში. ევროპარლამენტის მიერ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშის შესახებ გამოქვეყნებულ რეზოლუციაში წერია, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში. შეგახსენებთ, საკითხზე ღია დაპირისპირებაა მმართველი გუნდის ოპონენტებში. ურთიერთბრალდებები ოპოზიციის ნაწილის მხრიდან არჩევნებში მონაწილეობაზე დისკუსიის დაწყებას მოჰყვა.
თამუნა წიკლაურის ჩართვა #მოამბე