ევროპარლამენტარების ორი წერილი

ევროპარლამენტის 11 დეპუტატი საქართველოს გამო ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მიმართავს.

წერილი ქვეყანაში არსებულ საარჩევნო სისტემას ეხება. ავტორები სხვადასხვა პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიციებს ეყრდნობიან და ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დისკუსიის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ. იმავე დეპუტატებს ეკუთვნით საქართველოს პრემიერის სახელზე გამოგზავნილი კიდევ ერთი მიმართვა. მეორე წერილში დეპუტატები ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ.

ორივე წერილის შინაარსს ოპოზიცია სრულად იზიარებს.