ევროპარლამენტარების განცხადება

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცებას დადებითი შეფასებები მოჰყვა ევროპარლამენტარების მხრიდანაც. მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხზე მომხსენებელი სვენ მიკსერი  განცხადებაში წერენ: „150 დეპუტატიდან ცვლილებებს მხარი 136-მა დაუჭირა, ეს პოზიტიური სიგნალია, რადგან ამტკიცებს, რომ ფართო კონსენსუსი არსებობს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, რომლებიც 8 მარტის შეთანხმების მონაწილეები არიან, გამოიყენონ ეს დადებითი იმპულსი, რადგან აღნიშნული დაეხმარება საქართველოს პოლიტიკური გარემოს და უზრუნველყოფს, მოქალაქეების დემოკრატიული ნების სათანადოდ გამოხატვას არჩევნებზე”.

დატოვე კომენტარი