ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება

ევროპარლამენტარები საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წარმატებულად ორგანიზებას ულოცავენ – ამის შესახებ ოთხი ევროპარლამენტარის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. მათი შეფასებით, მედია და პოლიტიკური ლანდშაფტები კვლავ ძალზე პოლარიზებულია, რაც აისახა მკაცრი რიტორიკით ყველა მხრიდან, თუმცა უფრო მცირე მასშტაბით, ვიდრე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ეს კი პოზიტიური მოვლენაა. ევროპარლამენტარები ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტარებს აღნიშნული განცხადების საპასუხოდ მადლობას უხდის. „ხალხის ხმა გაისმა საარჩევნო ყუთთან და გამარჯვებული პარტია უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდება მის სახალხო მანდატს“, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერში“.