ევროპარლამენტარები, ქართველ კოლეგებთან ერთად, სპეციალურ რეზოლუციაზე მუშაობენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და იქ არსებული მდგომარეობა – ევროპარლამენტარები, ქართველ კოლეგებთან ერთად, სპეციალურ რეზოლუციაზე მუშაობენ, სადაც ამ თემებზე იქნება საუბარი. მმართველი გუნდის განცხადებით, მნიშვნელოვანია ევროპელი კოლეგების მიერ მიღებულ ტექსტში დაიგმოს რუსეთის საოკუპაციო ძალების აგრესიული ქმედებები და ასევე დაისაჯონ ის პირები, რომლებიც დანაშაულს სჩადიან საქართველოს მოქალაქეების მიმართ.

პარტია „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა იყო, ევროპარლამენტარებს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მოხვედრილ პირებზე სანქციები გაევრცელებინა. “ნაციონალურ მოძრაობაში” კი სკეპტიკურად უყურებენ  სიით გათვალისწინებული ზომების გატარებას. თუ რას ჩაწერენ ევროპარლამენტარები აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიღებულ დოკუმენტში, ივნისში გახდება ცნობილი.