თბილისში ევროპარლამენტარების ვიზიტი დაიწყო. ექვსი ევროპელი დეპუტატი რასა იუკნევიჩიენე, ნატალი ლუაზო, ბერნარ გუეტა, მიხალ შტერბა, ტობიას კრემარი, რეინეიარ ვან ლანშს-ჰოტი უკვე შეხვდა ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩნსკიც. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, მათ ევროპარლამენტარებთან განიხილეს ქვეყანაში შექმნილი ვითარება, ხელახალ არჩევნებისა და აქციაზე დაკავებულების საკითხები. მათივე თქმით, ასევე, განხილვის თემა იყო სანქციები. ოპოზიციის განცხადებით, აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.დელეგაციის წევრები ასევე შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან.