ევროპარლამენტარები არჩევნებს დააკვირდებიან

ევროპარლამენტის დელეგაცია არჩევნებზე დასაკვირვებლად უკვე თბილისშია. მარინა კალიურანდი ამბობს, რომ გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ საერთოა, – პატივი სცენ მშვიდობიან და დემოკრატიულ არჩევნებს და ეუთო/ოდირის შეფასებას. ევროდეპუტატი მარკეტა გრეგოროვა კი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს ადგილობრივი არჩევნები იქნება ერთგვარი ინდიკატორი მიდის თუ არა საქართველო ევროპისკენ. შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებს ევროპარლამენტი, ეუთო/ოდირი და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი დააკვირდება.