ევროპა ახალი საიმიგრაციო კრიზისის ზღვარზეა. საბერძნეთისა და თურქეთის საზღვარზე ათობით ათასი მიგრანტი იმყოფება. ისინი ევროპის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობენ, რაც ხშირად ფიზიკური დაპირისპირებით სრულდება.
ოფიციალური ანკარის მიერ მიგრანტებისთვის საზღვრის გახსნის შემდეგ, ბალკანური ქვეყნები, მიგრანტების შესაძლო ნაკადის შესაკავებლად, შესაბამის ზომებს იღებენ.
ევროპაში ვითარების დარეგულირების აუცილებლობაზე უკვე საუბრობენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, 9 მარტს ბრიუსელში შეხვედრაც ჩაინიშნა.
დეტალები გვანცა ფოცხვერიას რეპორტაჟში.