„ევროპა ნოსტრამ“ საქართველოს საპატიო პრეზიდენტად ნინო ანანიაშვილი დაასახელა

კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციების პან-ევროპულმა გაერთიანებამ, „ევროპა ნოსტრამ საქართველოს საპატიო პრეზიდენტად პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი დაასახელა. თბილისის ოპერის თეატრში გამართულ საღამოზე საქართველოდან „ევროპა ნოსტრას“ გამარჯვებული 7 პროექტი დაჯილდოვდა.

„ევროპა ნოსტრას“ საფრთხის ქვეშ მყოფი შვიდი ძეგლის პროგრამაში ჭიათურის საბაგირო გზები და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსია წარდგენილი. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო.