სოლიდარობის და მხარდაჭერის კიდევ ერთი აქტი საქართველოდან.
უკრაინაში მცხოვრებ ონკოპაციენტებს საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპა დონა“ საჭირო სამედიცინო პრეპარატებს და პირველადი მოხმარების ნივთებს უგზავნის. ჰუმანიტარული ტვირთი პეკინის 10 ნომერში ჯერ ისევ გროვდება. საქველმოქმედო აქციაში ჩართვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.