საქველმოქმედო აქცია

18:48, 31.03.2022

„ვიბრძოლოთ ყველამ ისე, როგორც შეგვიძლია, ვიბრძოლოთ რითაც შეგვიძლია,“ – ამ სახელწოდებით „ბაზარი ორბელიანზე“ ქართველი ონკოლოგიური პაციენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. ადგილზე წარდგენილია სხვადასხვა ხელნაკეთი ნამუშევრები, ნახატები და ტანისამოსი.

გამოფენა-გაყიდვა კვირას დასრულდება, შემოსული თანხა სრულად მოხმარდება უკრაინელ ონკოლოგიურ პაციენტებს.

მსგავსი